ავტორი:

"სიმართლე უნდა ითქვას, ნამდვილად როგორც იყო, ეგ უნდა ვთქვა" - გიორგი ლორია პასუხობს საბერძნეთთან მატჩის ყველაზე "იდუმალ" კითხვას: რატომ მიიღო წითელი ბარათი?

"სიმართლე უნდა ითქვას, ნამდვილად როგორც იყო, ეგ უნდა ვთქვა" - გიორგი ლორია პასუხობს საბერძნეთთან მატჩის ყველაზე "იდუმალ" კითხვას: რატომ მიიღო წითელი ბარათი?

2024 წლის 26 მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. ამ დღეს "ერთა ლიგის" ფინალში, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი თბილისში, "დინამო არენაზე" 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა, გამარჯვება მოიპოვა და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.

მატჩის მიმდინარეობისას რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო მომენტი იყო. მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი გუნდის სათადარიგო მეკარეს, გიორგი ლორიას უკავშირდება. პირველი ტაიმის ბოლოს სათადარიგო სკამთან და სამწვრთნელო შტაბთან შეხლა-შემოხლა იყო, რა დროსაც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ლორიას წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

ამ ეპიზოდში ვერავინ მიხვდა, რისთვის მისცა მსაჯმა ლორიას წითელი ბარათი და მას შემდეგ ეს თემა ხუმრობის მიზეზად იქცა.

  • გადაცემაში "კაცები" თვითონ გიორგი ლორიაც იუმორით საუბრობს ამ ეპიზოდზე და კითხვას, რატომ მიიღო წითელი ბარათი, ასე პასუხობს:

"მოდი, ასე დავიწყოთ, სიმართლე უნდა ითქვას, ნამდვილად როგორც იყო, ეგ უნდა ვთქვა - არაფერში. გეტყვით რა სიტუაცია იყო და რა ხდებოდა, იქ ხომ დაიწყო ჩოჩქოლი, "ხიპიში" იყო, გაწევ-გამოწევა, ერთი ამბავი. მე ვიყავი მწვრთნელების მხარეს და ჩხუბი მოხდა მეორე მხარეს.

თან ახლა ჩხუბი კი არის, მაგრამ სანამ ადგები, სანამ მიხვალ, მორჩება რა, მაგრამ გაგრძელდა, გაგრძელდა, ყველა წავიდა და მეც წავედი. სანამ მივედი, იქ შემხვდა ვიღაც გადავკოცნე. სანამ მივედი, მორჩა უკვე ეს ამბავი. შემოვტრიალდი და გავუყარეთ თვალი თვალში (გულისხმობს მსაჯს) და არ ვიცი მოვეწონე თუ რა იყო, წითელი არ ამიფრიალა ეგრევე.

მე ჩემს განცდებში წავედი, რამე რომ მომხდარიყო, ხომ ხვდებით, ჩემს განცდებში ვარ, ღალატი გამოდის გუნდის და არადა, რეალურად, არაფერი ყოფილა", - ამბობს გიორგი ლორია.