ავტორი:

"არ ეწევა, იშვიათად სვამს ალკოჰოლს და ყოველ პარასკევს თევზსა და შემწვარ კარტოფილს მიირთმევს" - რაშია დღეგრძელობის საიდუმლო და როგორ ცხოვრობს მსოფლიოში უხუცესი ადამიანი

"არ ეწევა, იშვიათად სვამს ალკოჰოლს და ყოველ პარასკევს თევზსა და შემწვარ კარტოფილს მიირთმევს" - რაშია დღეგრძელობის საიდუმლო და როგორ ცხოვრობს მსოფლიოში უხუცესი ადამიანი

ინგლისელი ჯონ ალფრედ ტინისვუდი 111 წლისა და 224 დღის ასაკში მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ტიტულის მფლობელი გახდა.

გინესის მსოფლიო რეკორდმა ეს ამბავი ტიტულის ყოფილი მფლობელის ხუან ვისენტე პერესის გარდაცვალებიდან 2 დღეში გამოაცხადა. ხუანი 114 წლის ასაკში გარდაიცვალა, 115 წლის დაბადების დღემდე 1 თვით ადრე.

"ზოგი დიდხანს ცხოვრობს, ზოგისთვის კი ხანმოკლეა ცხოვრება, მაგრამ ჩვენ არაფრის შეცვლა შეგვიძლია",- განაცხადა ტინისვუდმა გინესთან ინტერვიუში.

111 წლის ჯონი არ ეწევა, იშვიათად სვამს ალკოჰოლს და ყოველ პარასკევს თევზსა და შემწვარ კარტოფილს მიირთმევს.

  • მსოფლიოს ყველაზე ხნიერი მამაკაცის თქმით, ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო "უბრალოდ იღბალშია".

როცა ტინისვუდს სხვა ადამიანებისთვის რჩევის მიცემა სთხოვეს, განაცხადა, რომ მთავარი ზომიერებაა: "თუ ძალიან ბევრს სვამ, ძალიან ბევრს ჭამ, ან ძალიან ბევრს დადიხარ, ცუდია.. თუ ზომიერება არ იცი, საბოლოოდ დაზარალდები".

1912 წლის 26 აგვისტოს ინგლისის ქალაქ ლივერპულში დაბადებული ჯონ ალფრედ ტინისვუდი ორ მსოფლიო ომსა და კოვიდ-19 პანდემიასაც კი მოესწრო. ის ამავდროულად მეორე მსოფლიო ომის ვეტერან მამაკაცთა შორის ყველაზე ხანდაზმულის ტიტულსაც ფლობს.

როგორც ტინისვუდი ამბობს, ის ლივერპულის საფეხბურთო კლუბის ერთგული გულშემატკივარია და მისი საყვარელი კლუბის ლიგის ცხრამეტივე ტიტულის მოპოვებასა და ინგლისის ასოციაციის თასის 8-ვე გამარჯვებას მოესწრო.

მსოფლიოს ყველაზე ხნიერი მამაკაცი ამჟამად ინგლისის ზღვისპირა ქალაქ საუთპორტის ხანდაზმულთა სახლში ცხოვრობს. სახლის მენეჯერი, რომელიც BBC-ს გაესაუბრა, ტინისვუდს საოცარ პიროვნებად ახასიათებს, რომელსაც უამრავი საინტერესო ამბავი და ისტორია აქვს მოსაყოლი. მისი თქმით, ჯონს ყველაზე მეტად გაზეთის კითხვა და რადიოს მოსმენა იტაცებს.

რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე ხნიერ ქალს, ეს ტიტული 117 წლის მარია მრანია მორერას ეკუთვნის, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა