რეი ბრედბერის საოცარი სამყარო და მისი კოსმოსით შთაგონებული შემოქმედება - "შინ დაბრუნება“ და სხვა მოთხრობები ახალი სერიის ფარგლებში გამოიცა

რეი ბრედბერის საოცარი სამყარო და მისი კოსმოსით შთაგონებული შემოქმედება - "შინ დაბრუნება“ და სხვა მოთხრობები ახალი სერიის ფარგლებში გამოიცა

ამერიკელი ავტორი რეი ბრედბერი თავისი უშრეტი ფანტაზიის, პოეტური სტილისა და ადამიანის ხასიათის შესანიშნავად ასახვის უნარის გამო თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.

მისი მოთხრობები აღმოგვაჩენინებს კოსმოსსა და მეცნიერებას, შეგვიქმნის სენტიმენტალურ განწყობას ბავშვობის ნოსტალგიისა თუ სიკეთით სავსე ადამიანური ურთიერთობების გამო. რეი ბრედბერის სამყარო სავსეა უჩვეულო მოვლენებით, აქამდე უცნობი პლანეტებით, რომელთაც თავიანთი ხასიათი აქვთ და მომავლის ტექნოლოგიებით.

მისი ყველაზე ცნობილ ნოველებს შორისაა „ბაბუაწვერას ღვინო“, „მარსის ქრონიკა“, „451 ფარენჰაიტით“ და სხვა. გარდა ამისა, შეუძლებელია, ემოციების ზღვა არ გამოიწვიოს ისეთმა მოთხრობებმა, როგორიცაა „მთელი ზაფხული ერთ დღეში“, „სანაპირო მზის ჩასვლისას“, „კალეიდოსკოპი“ და ა.შ.

საინტერესოა, რომ რეი ბრედბერიმ საკუთარი შესაძლებლობები საშინელებათა ჟანრშიც მოსინჯა და რამდენიმე შესანიშნავი მოთხრობაც შექმნა. ამასთან, ის მოღვაწეობდა ფენტეზისა და დეტექტიურ ჟანრებშიც.

მისი ნამუშევრები როგორც მოზარდ, ისე ზრდასრულ მკითხველს ერთნაირად აღაფრთოვანებს და თაობებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ავტორად რჩება. ბრედბერის მოთხრობები როგორც უცხოურ, ისე ქართულ ენებზე ახალ-ახალი ტირაჟებით გამოიცემა. ქართულ ენაზე რეი ბრედბერის ერთ-ერთი უახლესი გამოცემა არის „შინ დაბრუნება და სხვა მოთხრობები“, რომელიც წიგნის მაღაზიებში სულ რაღაც 8 აპრილს გამოჩნდა. წიგნის გამოიცა „პალიტრა L-ის“ სერიის ფარგლებში „დიდი მწერლები პატარა მკითხველისთვის“ და ერთი კვირის განმავლობაში მისი ფასი 15 ლარი იქნება. კრებულის შეძენა შესაძლებელია როგორც „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე, ისე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

რეი ბრედბერი 1920 წლის 22 აგვისტოს აშშ-ში, ილინოისის შტატში დაიბადა. წერა მას ბავშვობიდან უყვარდა, საკუთარ მოთხრობებს ის უკვე 12 წლის ასაკში ქმნიდა. შეყვარებული იყო ჰუბერტ უელსის, ჟიულ ვერნისა და ედგარ ალან პოს შემოქმედებაზე. ბავშვობაში საკუთარი თავი სწორედ საშინელებათა ჟანრში მოსინჯა და რამდენიმე ისტორია პოს სტილითა და გავლენით შექმნა.

უკვე ზრდასრულ ასაკში ბრედბერის საყვარელ ავტორებს შორის იყვნენ კეტრინ პორტერი, ედით უორტონი და ჯესამინ უესტი, ასევე დიდ პატივს სცემდა ედგარ რაის ბეროუზის შემოქმედებას. მან „ტარზანის“ შესახებ დაწერა და დახატა კიდეც.

რეი ბრედბერი 27 წლის ასაკამდე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 1922 წელს მარგერიტ მაკკლურზე დაქორწინდა, თუმცა 1947 წელს დაქვრივდა. როგორც თავად აღნიშნა, მეგი იყო ერთადერთი ქალი, რომელთანაც ოდესმე ურთიერთობა ჰქონია. მათ ოთხი ქალიშვილი ჰყავდათ. საინტერესოა, რომ ბრედბერი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

მწერალი 2012 წლის მაისში გარდაიცვალა და ლოს ანჯელესშია დაკრძალული.

R