ავტორი:

კაცმა ცოლი და შვილები მიატოვა და "გაქრა", თუმცა ცოლმა მასზე ძებნა სოციალურ ქსელებში გამოაცხადა - როგორ იპოვეს მამაკაცი, რომელმაც სახელიც კი შეიცვალა

კაცმა ცოლი და შვილები მიატოვა და "გაქრა", თუმცა ცოლმა მასზე ძებნა სოციალურ ქსელებში გამოაცხადა - როგორ იპოვეს მამაკაცი, რომელმაც სახელიც კი შეიცვალა

უგზო-უკვლოდ გამქრალი ბრიტანელი მზარეული, რომელსაც ცოლი მიტოვებაში ადანაშაულებს, ინტერნეტმომხმარებლებმა იპოვეს.

რამდენიმე დღის წინ, ეშლი მაკგუაიერმა "ფეისბუქის" საშუალებით, ხალხს ქმრის პოვნაში დახმარება სთხოვა:

"ამ პოსტით "ფეისბუქის" ძალა მინდა გამოვცადო... შარშან, როცა ჩვენს უმცროს შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, ჩარლზმა გადაწყვიტა, რომ ქმრისა და მამის ცხოვრება აღარ სურდა და ჩვენი ცხოვრებიდან გაქრა. მას თავისი უფროსი შვილი 1 წელია არ უნახავს, უმცროსს კი საერთოდ არ იცნობს",- ასე იწყება სოციალურ ქსელში ეშლის მიერ გამოქვეყნებული პოსტი.

  • როგორც მარტოხელა დედა წერს, მისი ქმარი, ჩარლზი სხვა შტატში გადავიდა საცხოვრებლად და ტელეფონის ნომერიც შეიცვალა. იმის გამო, რომ ბავშვების მამა უგზო-უკვლოდ გაქრა, ეშლის მასთან განქორწინებაც გაურთულდა და დასახმარებლად ხალხს მიმართა. ეშლის თქმით, მისი ერთადერთი მიზანი ჩარლზთან განქორწინება და ცხოვრების ხელახლა დაწყებაა.

"თუ იცნობთ, ან მასთან ერთად მუშაობთ, ძალიან გთხოვთ, გადაეცით, რომ შემეხმიანოს ან მითხარით, სად შეიძლება ვიპოვო",- წერდა ეშლი პოსტში, რომელსაც ჩარლზთან გადაღებული ერთობლივი ფოტოები დაურთო.

ეშლის პოსტი მილიონობით ადამიანმა ნახა. მას სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე აქტიურად აზიარებდნენ, მას შემდეგ, მარტოხელა დედას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. ზოგიერთის მტკიცებით, შეფ-მზარეული ახლა სხვა სახელით, ჩარლით ეცნობა ადამიანებს და ტეხასის შტატში ცხოვრობს.

  • ახლახან კი ეშლი მაკგუაიერი მეგობრის პოდკასტს ეწვია, სადაც გაამხილა, რომ მეუღლე დაუკავშირდა, მასთან საუბრის სურვილი გამოთქვა და "ფეისბუქიდან" პოსტის წაშლა სთხოვა.

ყველაფრის მიუხედავად, ქალი აცხადებს, რომ ჩარლისთვის არანაირი ზიანის მიყენება არ სურს და უბრალოდ, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა უნდა: "ჩემი განზრახვა არ ყოფილა, რომ ჩარლი ყველაზე საძულველ მამაკაცად მექცია. ასე ცხოვრების თავდაყირა ქცევა იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა და საკუთარ თავს ებრძოდა, მაგრამ ასე არ შეიძლება, პასუხი უნდა აგოს", - ამბობს ქალი.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა