ავტორი:

"ევროპული ღირებულებები მტკიცებას არ საჭიროებს" - "დინამო თბილისი" განცხადებას ავრცელებს

"ევროპული ღირებულებები მტკიცებას არ საჭიროებს" - "დინამო თბილისი" განცხადებას ავრცელებს

"დინამო თბილისი" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროპული ღირებულებები მტკიცებას არ საჭიროებს.

  • "ჩვენი ევროპული მომავალი - ჩვენი ეროვნული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი რომელზეც ვდგავართ, მტკიცებას არ საჭიროებს. ჩვენი ევროპული ტიტულის მნიშვნელობას, ჩვენი ლეგენდების და წინაპრების მოტანილ საქართველოს სიამაყით ვიხსენებთ და ვუყურებთ. ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით გუშინ დედაქალაქში მარში გაიმართა. თბილისში მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი.

მან "ინსტაგრამის" "სთორიში" აქციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ამასთან, "ფეისბუქ“ პოსტი დაწერა გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია. ამის შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ "ქოჩორაშვილის მამა ნაცია".

წაიკითხეთ ასევე: