ავტორი:

"რა მოხდება, თუ ერთ-ერთი ჩვენგანი მოკვდება?... ბევრს უჩნდება კითხვა ჩვენი სექსუალური ცხოვრების შესახებაც" - ცნობილი სიამის ტყუპი დები ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობენ

"რა მოხდება, თუ ერთ-ერთი ჩვენგანი მოკვდება?... ბევრს უჩნდება კითხვა ჩვენი სექსუალური ცხოვრების შესახებაც" - ცნობილი სიამის ტყუპი დები ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობენ

კარმენი და ლუპიტა სიამის ტყუპები არიან. გოგონები აშშ-ში ცხოვრობენ და სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცოტა ხნის წინ კი TikTok-ზე მათი მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს: დები წელის ქვემოთ ორგანოებსა და კიდურებს იზიარებენ, შესაბამისად ბევრს უჩნდება შეკითხვა მათი სექსუალური ცხოვრების შესახებ - როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მათგანს შეყვარებული ჰყავს.

გოგონები მექსიკაში დაიბადნენ. მაშინ ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვები მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლებდნენ - მედიკოსების ვარაუდი არ გამართლდა. გოგონები ცხოვრების აგრძელებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ყველა სიამის ტყუპი, სხეულის ზოგიერთ ნაწილს იზიარებენ.

"ორივეს ჩვენი ტვინი გვაქვს. ამიტომ, როცა ერთ ჩვენგანს სძინავს, მეორე შეიძლება ფხიზლად იყოს. განსხვავებული ადამიანები ვართ - ბევრს ამის გაგება უჭირს" - ამბობს კარმენი. ლუპიტა კი უარყოფს თეორიას იმის შესახებ, რომ მათ ერთმანეთის კიდურების კონტროლი შეუძლიათ.

”არა, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ერთმანეთის კიდურებს, მე მხოლოდ მარჯვენა ფეხის კონტროლი შემიძლია. განსხვავებულები ვართ. ორი პირადობის მოწმობა და სოციალური უსაფრთხოების ნომერი გვაქვს."

როგორც გოგონები აღნიშნავენ, ისინი სისხლის ნაკადს იზიარებენ. ამიტომ ალკოჰოლის მიღება ორივეზე ახდენს გავლენას. კარმენმა ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა განიხილა - რა მოხდება, თუ ერთ-ერთი მათგანი მოკვდება:

”ჩვენ ვიზიარებთ სისხლის ნაკადს, ასე რომ, ერთ-ერთის გარდაცვალებს შემთხვევაში, სეფსისი დაიწყება და რამდენიმე საათში ან დღეში მეორეც მოკვდება”.

საუბარი ყველაზე ხშირად განხილვად თემას შეეხო: კარმენი ამბობს, მათს საერთო რეპროდუქციული სისტემა აქვთ. მსგავს თემაზე შეკითხვების დასმა კი შეუსაბამოდ მიაჩნია. იგი უკვე სამი წელია ხვდება თავის შეყვარებულს, დანიელს, რომელიც აპლიკაციის დახმარებით გაიცნო.

"ბევრჯერ მიმიღია შეტყობინება ფეტიშის მქონე ბიჭებისგან. თავიდანვე ვიცოდი, რომ დანიელი ასეთი არ იყო" - ამბის კარმენი და აღნიშნავს, რომ დანიელი და ლუპიტა კარგი მეგობრები არიან.

ცნობისთვის, მსოფლიოში 80 ათასზე მეტი სიამის ტყუპი ცხოვრობს და ბოლო წლებში, კონკრეტულად 60-იან წლებთან შედარებით, 2.5%-ით მეტი ტყუპი დაიბადა.

სიამის ტყუპები რთული ფენომენია, რომლის შესწავლასაც მეცნიერება დღემდე ცდილობს. მედიცინის მუშაკების ცნობით, არსებობენ ორი სახის ტყუპები - ერთკვერცხისეული და სხვადასხვაკვერცხისეული. პირველები ვითარდებიან ერთი ზიგოტისგან (მათ მონოზიგოტურსაც უწოდებენ), რომელიც ორსულობის ადრეულ სტადიაზე იყოფა ორ ან მეტ იზოლირებულ ნაწილად.