ავტორი:

"დღეს უკვე ღიად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ხელისუფლების ინტერესი ყოფილა ჩემი შვილის დახვრეტა... თქვენ არ იცით როგორი ტკივილია" - რას წერს იზა ომაძე?

"დღეს უკვე ღიად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ხელისუფლების ინტერესი ყოფილა ჩემი შვილის დახვრეტა... თქვენ არ იცით როგორი ტკივილია" - რას წერს იზა ომაძე?

"დღეს უკვე ღიად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ამ ხელისუფლების ინტერესი ყოფილა ჩემი შვილის დახვრეტა" - წერს ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე.

ის ასევე საყვედურობს ხელისუფლებას, რომ მისი შვილის მკვლელობა გამოუძიებელია.

"როგორი საშინელი დღე იყო, არც კი ვიცოდი თუ გადავრჩებოდი, შვილის მკვლელებისთვის უნდა მეყურებინა…მეგობრებო მე ორი წლის წინ, ღიად და საჯაროდ ვამბობდი იმ საშიშროებებზე, რაც თქვენს შვილებსაც შეიძლება დამუქრებოდა, დღესაც ვიმეორებ ჩემი ნიკოს მკვლელობა იყო პირველი მცდელობა ახალგაზრდობის დაშინებისა, ქვეყნიდან გახიზვნისა.

ისტორიულად ვიცით, ვინ ებრძოდა მთელი საუკუნეების მანძილზე, ჩვენში ნიჭიერებას, წარმატებას ახლა უკვე მთელი ქვეყნის ახალგაზრდების მომავალს დაუწყეს ბრძოლა. დიახ არა რუსულ კანონს. რომ არა თავისუფალი მედია, ვერც კი შევძლებდი თქვენამდე ხმის მოწვდენას. ხელისუფლებამ დღემდე არ გამოიძია და დღემდე მფარველობს მკვლელებს.

დღეს უკვე ღიად შემიძლია ვთქვა რომ სწორედ ამ ხელისუფლების ინტერესი ყოფილა ჩემი შვილის დახვრეტა. თქვენ არ იცით როგორი ტკივილია ( დახვრეტილი შვილის მშობლობა) ამიტომ დროულად გამოვფხიზლდეთ ხალხო იქ სადაც ჩვენი შვილების მომავალს საფრთხე ემუქრება

P.S. რაც შეეხება ბოტებს მეც შემომესივნენ, თუმცა როდესაც ნიკო სოციალურ ქსელს ქმნიდა მათი ამოცნობის მექანიზმიც აგვიხსნა. დანარჩენზე წალენჯიხაში დიდი სტუმრობისას რომ მოვყვები ( გამოდი გიცანის ამბავია)ტყემლის ვარგისიანობაზეც იქ ვიტყვი " - წერს ომაძე.

შეგახსენებთ, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.