ავტორი:

ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებული ყაზახი პოლიტიკოსის პროცესზე მისმა ბიძაშვილმა სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა - "მენტალიტეტმა არ მომცა საშუალება, ჩავრეულიყავი..."

ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებული ყაზახი პოლიტიკოსის პროცესზე მისმა ბიძაშვილმა სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა - "მენტალიტეტმა არ მომცა საშუალება, ჩავრეულიყავი..."

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ქალი მეუღლემ, ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კუანდიკ ბიშიმბაევმა მოკლა.

თავად კუანდიკი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სალტანატი ტუალეტში მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა... სასამართლო ექსპერტმა ტაჰირ ჰალიმნაზაროვმა პროცესზე განაცხადა, რომ 31 წლის ნუკენოვას გარდაცვალება ძალადობრივი იყო - მას 10-ჯერ მაინც დაარტყეს თავში და შემდეგ დაახრჩვეს. ყოფილი თანამდებობის პირის მეუღლეს გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდა.

„კისერზე აღენიშნებოდა ორი მცირე ოვალური დაზიანება, იგივე ზომის სისხლჩაქცევები, ასევე სისხლჩაქცევები თვალის მიდამოში და ფილტვის პლევრაში. ეს ყველაფერი ერთად მიუთითებს კისრის არეში ძალადობრივად მიყენებულ დაზიანებებზე, რამაც გამოიწვია ასფიქსია“, - აღნიშნა ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ განსასჯელის სკამზე მხოლოდ 43 წლის კუანდიკ ბიშიმბაევი არ ზის. ამ საქმეშია ჩართული მისი ბიძაშვილიც ბახიცან ბაიჟანოვი. საბედისწერო დღეს, 2023 წლის 9 ნოემბერს, დამნაშავის ნათესავი შემთხვევის ადგილზე რესტორან "ბაუში" იმყოფებოდა. გამომძიებლების თქმით, ყოფილმა თანამდებობის პირმა აუკრძალა ბახიცანს სასწრაფოს გამოძახება და მასზე ზეწოლა მოახდინა. სასამართლო სხდომებზე ბაიჟანოვმა ნათესავისგან მუქარის მიუხედავად, მომხდარის შესახებ სიმართლე აღიარა.

"მე შეცდომით მეგონა, რომ სალტანატს მხოლოდ ღრმად ეძინა. სამწუხაროდ, ვერ ვიფიქრე, რომ მდგომარეობა კრიტიკული იყო. ბიშიმბაევთან ერთად სალტანატის წამოყენება ვცადე. მე მარცხნივ ვიდექი, ხოლო ბიშიმბაევი მარჯვნივ. ამ დროს ქალმა ფეხზე წამოდგომა სცადა და ხელი მაგრად მომხვია. ახლა ვფიქრობ, იქნებ მაშინ უნდოდა დახმარების თხოვნა და რაღაც მანიშნა.

სალტანატზე, როგორც ადამიანზე, გული მწყდებოდა, მაგრამ ჩემი ყაზახური მენტალიტეტი, აღზრდა და მოკრძალებული ხასიათი არ მაძლევდა საშუალებას მიმენიშნებინა, რჩევა მიმეცა ბიშიმბაევისთვის და ჩავრეულიყავი მათ ოჯახურ ურთიერთობებში. მე გავიზარდე იმ რწმენით, რომ ოჯახური საკითხები ოჯახში უნდა წყდებოდეს“, - განაცხადა ბაიჟანოვმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნუკენოვა ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო მისი და მის გარშემო მყოფების მიმართ.

ბიშიმბაევის ყოფილმა მეუღლემ ნაზიმ კაჰარმანმა შეაქო მამაკაცი გამბედაობისთვის.

"ბახიცანი! რა რთულია ახლა მისი მდგომარეობა. მოძალადის წინააღმდეგ წასვლა უკიდურესად რთული და საშინელია“, - წერს ქალი პირად ბლოგზე.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი სალტანატ ნუკენოვა, პოლიტიკოსის მეორე ცოლი იყო. ქალი ასტროლოგიით იყო გატაცებული და მომავალი მეუღლე პირველად როგორც კლიენტი, ისე გაიცნო.

წაიკითხეთ ასევე: