ავტორი:

ერთი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატამდე - ქართველ ფრენბურთელები დაძაბული მატჩის მოლოდინში

ერთი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატამდე - ქართველ ფრენბურთელები დაძაბული მატჩის მოლოდინში

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ფრენბურთის ეროვნულ ასაკობრივ ნაკრებს ერთი ნაბიჯი აშორებს. 12,13 და 14 აპრილს ქართველ ფრენბურთელებს დაძაბული მატჩების ჩატარება საფრანგეთის, სლოვენიასა და უკრაინის წინააღმდეგ მოუწევთ. მატჩების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში საქართველოს ფრენბურთის 18 წლამდელთა ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას შეძლებს.

  • ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტური თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში იმართება. 1-13 ივლისის ჩათვლით კი ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატს რუმინეთი და საბერძნეთი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ფრენბურთის 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური პირველად მოიპოვეს და ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.