ავტორი:

რა მოხდება, თუ მზე ჩაქრება: მეცნიერების პროგნოზი - "დედამიწის დასასრული იმაზე უფრო საშინელი იქნება, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა"

რა მოხდება, თუ მზე ჩაქრება: მეცნიერების პროგნოზი - "დედამიწის დასასრული იმაზე უფრო საშინელი იქნება, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა"

ახალ კვლევაში მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის აღსასრული უფრო ქაოსური იქნება, ვიდრე ეგონათ. უორვიკის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, პლანეტას გაფართოებული მზე გადაყლაპავს.

კერძოდ, ვარსკვლავი სიკვდილის შემდეგ ზომაში საგრძნობლად იმატებს და გზადაგზა ყველაფერს სანსლავს; ამის შემდეგ, საკუთარი მატერიის გარე ფენების გატყორცნას იწყებს და საბოლოოდ, პატარა ვარსკვლავურ ნარჩენად კოლაფსირდება.

თუმცა, მეცნიერები ჯერჯერობით შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავენ და ამბობენ, ეს ყველაფერი სავარაუდოდ 6 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება.

ვარსკვლავები, მათ შორის მზე, გამოიმუშავებენ სინათლეს და სითბოს წყალბადის ატომების გახლეჩის გზით. თუმცა, ყველა ვარსკვლავს აქვს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით წყალბადი, და როდესაც ის იწყებს ამოწურვას, ძალები, რომლებიც ვარსკვლავს სტაბილურობას უნარჩუნებს, წონასწორობას კარგავს.

შედეგად, ბირთვი შეკუმშვას იწყებს, ვარსკვლავის გარე ფენებიდან ცენტრისკენ მიაქვს წყალბადი, რომელიც ბირთვის გარშემო გარსის სახით კონცენტრირდება და ვარსკვლავი თავდაპირველ ზომასთან შედარებით ასობით უფრო დიდი ხდება.

ამის შემდეგ, მზის მაგივრად თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი დარჩება: მზის ბირთვის ულტრა მკვრივი ნარჩენი, რომელიც ანათებს ნარჩენი სითბოთი და ნელ-ნელა ცივდება. მისი გრავიტაციული ძალა იმდენად ძლიერი იქნება, რომ ზოგიერთ ასტეროიდის, იუპიტერის, ვენერას და დედამიწის "დაქუცმაცება" და მტვრად გადაქცევა შეეძლება. ნაკლებად არის ცნობილი, თუ რა მოუვა მზის სისტემის დანარჩენ ნაწილს მას შემდეგ, რაც მზე თეთრ ჯუჯად გადაიქცევა.

წყარო: dailymail