ავტორი:

ცნობილი რუსი ბლოგერი აფხაზეთში "სელფის" გადაღების დროს დაიღუპა - რა მოხდა გაგრაში?

ცნობილი რუსი ბლოგერი აფხაზეთში "სელფის" გადაღების დროს დაიღუპა - რა მოხდა გაგრაში?

აფხაზეთში ცნობილი რუსი ბლოგერი და პოპულარული კოსმეტოლოგი ინესა პოლენკო გარდაიცვალა. ქალი ლამაზი ბუნების ფონზე სელფის გადაღებას ცდილობდა და 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მართალია მაშველებმა ქალის ამოყვანა შეძლეს, თუმცა დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და რეანიმაციაში გარდაიცვალა.

  • რუსეთიდან ჩასული ტურისტი აფხაზეთის მთებში ისვენებდა, როდესაც 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სპეციალურად აშენებული მოედნიდან გადმოვარდნა და დაიღუპა. ქალს სელფის გადაღება სურდა, მაგრამ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა. ტურისტის ჩავარდნის მომენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

გარდაცვლილი 40 წლის ინესა პოლენკო აღმოჩნდა - ის სოჭიდან გაგრაში მეგობართან ერთად ერთი დღით ჩავიდა. რუს ქალს უნდოდა, რომ მოგზაურობის ყველა გამორჩეული მომენტი კამერაზე გადაეღო, ამიტომ გადაწყვიტა რისკიანი სელფის გადაღება 50 მეტრი სიმაღლიდან.

დაცემის შედეგად ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ მაშველები და ექიმები. ტურისტი მძიმე მდგომარეობაში ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა - ის რეანიმაციაში გარდაიცვალა.

ინესა პოლენკო სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს ეგვიპტიდან, დუბაიდან და ოკუპირებული ყირიმიდან. თავად ბლოგერი საკურორტო ქალაქ სოჭში ცხოვრობდა, სადაც კოსმეტოლოგად მუშაობდა. მისი რეგულარული კლიენტები იყვნენ სხვა ბლოგერები და რუსი ვარსკვლავები.