ავტორი:

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობა ქალის სხეულს აბერებს - უახლესი კვლევის შედეგები

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობა ქალის სხეულს  აბერებს - უახლესი კვლევის შედეგები

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი ორსულობაც კი, ჩვენს სხეულს რამდენიმე თვით აბერებს.

კვლევის ლიდერმა და კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიოლოგმა, კალენ რაიანმა, კოლეგებთან ერთად დაასკვნა, რომ ერთ ორსულობას, თქვენი ბიოლოგიური წლოვანებისთვის, 2-14 თვემდე ასაკის მომატება შეუძლია.

"ჩვენ ის დავადასტურეთ, რაც ქალებმა ისედაც იცოდნენ - რომ ორსულობა სხეულზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს",- ამბობს იუსინ სუ, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი.

თქვენი ქრონოლოგიური და ბიოლოგიური ასაკი შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ასაკისაა თქვენი უჯრედები და ორგანოები ბიოქიმიის მიხედვით. კალენ რაიანი კი იმ მიზეზებს სწავლობს, რის გამოც ჩვენი სხეული შესაძლოა უფრო სწრაფად, ან ნელა ბერდებოდეს.

ზოგიერთი ცხოვრებისეული მოვლენა, მათ შორის მძიმე დაავადებები, ტრავმა ან ინტენსიური სტრესის პერიოდები, როგორც ჩანს ეპიგენეტიკურ ასაკში "ნახტომებს" იწვევს, რადგან სხეული ენერგიასა და რესურსებს ამ გამოწვევების დასაძლევად გადაამისამართებს ხოლმე.

წყარო: nationalgeographic

მოამზადა: ანა სიბოშვილმა