ავტორი:

სომალელმა მეკობრეებმა გადამზიდი გემი და მისი მძევლად აყვანილი 23-კაციანი ეკიპაჟი გაათავისუფლეს

სომალელმა მეკობრეებმა გადამზიდი გემი და მისი მძევლად აყვანილი 23-კაციანი ეკიპაჟი გაათავისუფლეს

სომალელმა მეკობრეებმა ბანგლადეშური გადამზიდი გემი და მისი 23-კაციანი ეკიპაჟი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გამოსასყიდი მიიღეს.

დაახლოებით ერთი თვის, გადამზიდსა და მის ეკიპაჟს მოზამბიკიდან არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ნახშირი გადაჰქონდა, როდესაც ის სომალის სანაპიროზე მეკობრეებმა გაიტაცეს. მძევლად აყვანილი ეკიპაჟის წევრების სანაცვლოდ მათ გამოსასყიდი მოითხოვეს.

ახალი ინფორმაციით, მეკობრეებმა განაცხადეს, რომ მათ 5 მილიონი დოლარი უკვე მიიღეს. გატაცებული გემის მფლობელმა, KSRM Group-მა კი განაცხადა, რომ გემიც და მისი ეკიპაჟიც მოლაპარაკების შემდეგ გაათავისუფლეს და ისინი ახლა ემირატებისკენ მიემგზავრებიან.

სომალის ნაპირებიდან ხომალდების გატაცება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოხშირებულია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2005 წლიდან 2012 წლამდე მეკობრეებმა ეკიპაჟის წევრების მძევლად აყვანის და შემდეგ გამოსასყიდის მოთხოვნის წყალობით, 339-413 მილიონამდე დოლარი შეაგროვეს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა