ავტორი:

"შეურაცხყოფას აყენებენ მოსახლეობას, საზოგადოებას, ხლეჩენ და აპირისპირებენ ერთმანეთს - ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს" - კახა კინწურაშვილი

"შეურაცხყოფას აყენებენ მოსახლეობას, საზოგადოებას, ხლეჩენ და აპირისპირებენ ერთმანეთს - ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს" - კახა კინწურაშვილი

მთავარი პრობლემაა ის, რომ შეურაცხყოფას აყენებენ მოსახლეობას, საზოგადოებას, ხლეჩენ და აპირისპირებენ ერთმანეთს. ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს, - ასე აფასებს მსახიობი კახა კინწურაშვილი “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტს, რომლის საკომიტეტო განხილვა ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს და რომლის საპროტესტოდაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართება.

როგორც მსახიობმა აღნიშნა, მნიშვნელოვან საკითხებზე ქვეყანა ყოველთვის ერთიანდებოდა.

"დიდი იმედი მაქვს ჩვენი მოსახლეობის გონიერების იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი უამრავჯერ იქნა მოტყუებული მთავრობების მიერ და პოლიტიკური კლასის მიმართ ძალიან დიდი იმედგაცრუება არსებობს, ჩემთვის პირადად. შემიძლია ჩემი დაკვირვებით ვთქვა, ჩემ გარშემო მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს თუ ა.შ. ყველას აქვს დიდი იმედგაცრუება, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზე ეს ქვეყანა ყოველთვის ერთიანდებოდა. მე მაქვს ამ ერთიანობის იმედი, იმიტომ, რომ ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი მოქალაქეებისთვის - მცდელობა საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ასევე, ეს არის დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული მოდელი, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით ხორციელდება წლების განმავლობაში და ამის თვალსაჩინო მაგალითი კონკრეტულად დღეს არის ამ ბოღმით და საზოგადოების შეურაცხყოფით ინიცირებული კანონპროექტი. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ შეურაცხყოფას აყენებენ მოსახლეობას, საზოგადოებას, ხლეჩენ და აპირისპირებენ ერთმანეთს. ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს, იმიტომ, რომ ერთი პატარა ლამაზი ქვეყანა ვართ და სულ ბრძოლაში და ტანჯვაში ვართ. ჩვენმა თაობამ და არა მარტო ჩვენმა, ბევრი ტრაგედია დაითმინა და ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კეთილი დასასრული“, - განაცხადა კახა კინწურაშვილმა.

ასევე იხილეთ: