ავტორი:

აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, წყლის ჭავლს გამოიყენებენ - რა ვითარებაა პარლამენტის მიმდებარედ (ვიდეო)

აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, წყლის ჭავლს გამოიყენებენ - რა ვითარებაა პარლამენტის მიმდებარედ (ვიდეო)

პარლამენტის მიმდებარედ, კერძოდ, ცხრა აპრილის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ.

აქციაზე, 9 აპრილის ქუჩის მხარეს, ისმის წყლის ჭავლის მანქანის სირენების ხმა და მობილიზებულია სპეცრაზმი.

მოქალაქეებს პოლიციის კორდონი პარლამენტთან მიახლოების საშუალებას კვლავ არ აძლევს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაიშლებიან და მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ.