ავტორი:

ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებები - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაძაბულია

ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებები - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაძაბულია

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ერთ-ერთი დაკავებული სავარაუდოდ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა. პარალელურად მიმდინარეობს ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის,

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "რუსებო".

მოქალაქეები მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია განლაგებული.

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.