ავტორი:

დაკავებულია 16 წლის მოზარდი - რა ხდება ცნობილი სიდნეიში ღვთისმსახურსა და მისი მრევლის წევრებზე თავდასხმაზე?

დაკავებულია 16 წლის მოზარდი - რა ხდება ცნობილი სიდნეიში ღვთისმსახურსა და მისი მრევლის წევრებზე თავდასხმაზე?

სიდნეიში, სასულიერო პირზე მომხდარი თავდასხმის ბრალდებით 16 წლის მოზარდი დააკავეს. ინციდენტი ოთხშაბათს, საღამოს მოხდა - შემთხვევის შედეგად სულ მცირე, 4 ადამიანი დაიჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ თავდასხმა რელიგიურად მოტივირებულ "ტერორისტულ აქტად“ გამოაცხადა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

"დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ და მათზე ექიმები ზრუნავენ", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ასობით ადამიანი შეიკრიბა ეკლესიის წინ, რასაც მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა - თვითმხილველების თქმით, შეკრებილები თავდამსხმელის გარეთ გაყვანას ითხოვდნენ.

ცნობილია დაშავებული ეპისკოპოსის ვინაობაც - ის მარ მარი ემანუელია. ავსტრალიაში მას პოპულარულ და საკამათო ფიგურად მიიჩნევენ. მის ქადაგებებს სოციალურ ქსელებში მილიონობით ნახვა აქვს. როგორც ცნობილია, ემანუელს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ასურულ ეკლესიასთან, საიდანაც იგი კანონების დაუმორჩილებლობისა და სეპარატისტული ეკლესიის ჩამოყალიბების გამო განკვეთეს.

მარ მარი ემანუელი კოვიდ 19-ის დროს დაწესებულ შეზღუდვებსაც ეწინააღმდეგებოდა და ამტკიცებდა, რომ ვაქცინაცია უშედეგო იყო.

შეგახსენებთ, რომ Christ The Good Shepherd-ის ეკლესიაში ეპისკოპოსი ქადაგებისას დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მაშინ მოხდა, როცა რელიგიური ღვთისმსახურება ონლაინ, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მანამდე, სიდნეის პოპულარულ სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევიდა და 6 ადამიანი მოკლა, მათ შორის 55 წლის ქართველი ფიქრია დარჩიაცაა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რაიმე კავშირი ამ ორ თავდასხმას შორის.

იხილეთ ასევე: