ავტორი:

ჩინეთში მატარებლის ახალ სადგურს ჰიგიენური საფენის ფორმა ექნება - ადგილობრივები შენობის არქიტექტურამ გაახალისა (ფოტოები)

ჩინეთში მატარებლის ახალ სადგურს ჰიგიენური საფენის ფორმა ექნება - ადგილობრივები შენობის არქიტექტურამ გაახალისა (ფოტოები)

ჩინეთის ქალაქ ნანძინში მატარებლის სადგურის ერთ-ერთმა სავარაუდო დიზაინმა ჩინელი ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება მიიქცია და მილიონობით ადამიანი გაახალისა.

  • ხელისუფლების თქმით, ნანძინის სადგურის დიზაინი ქლიავის ხის ყვავილებითაა შთაგონებული, რომლითაც ეს ქალაქია განთქმული. თუმცა ინტერნეტმომხმარებლებისთვის შენობის ფორმა არა ყვავილთან, არამედ ჰიგიენურ საფენებთან უფრო ასოცირდება.

სარკინიგზო სადგურის შენობის დიზაინთან დაკავშირებულ პოსტებს სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმაზე მილიონობით ნახვა აქვს.

"ეს გიგანტური ჰიგიენური საფენია. სირცხვილია იმის მტკიცება, რომ ის ქლიავის ყვავილს ჰგავს".

"ჩვენ წამში ვასკვნით, რომ ის ჰიგიენურ საფენს ჰგავს და არქიტექტორები რატომ ვერ ხვდებიან?".

"ვფიქრობ, ეს შანსი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიყენოთ და მენსტრუაციაზე საუბრის აღარ შეგვრცხვეს. ეს მომავლის დიზაინია, თანამედროვეობას უსწრებს", - წერენ კომენტარებში.

სახელმწიფო გაზეთის, Nanjing Daily-ის ცნობით, წინასწარი დიზაინი ძიანგსუს პროვინციის მთავრობისა და ჩინეთის სახელმწიფო რკინიგზის ჯგუფმა უკვე დაამტკიცა და მისი მშენებლობა 2024 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა