ავტორი:

"აქ ვიდგებით, რადგან თუ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონს მიიღებენ, უნდა გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ" - ნიკა გვარამია

"აქ ვიდგებით, რადგან თუ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონს მიიღებენ, უნდა გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ" - ნიკა გვარამია

პარლამენტის შენობიდან ისე არ გამოუვათ გამოსვლა, რომ არ დაგველაპარაკონ. დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ, - ამის შესახებ პარტია „ახალი“ თავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განაცხადა გუშინ, გამართულ აქციაზე პოლიციის კორდონმა აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მისულიყვნენ, საიდანაც დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოვიდნენ.

გვარამიას თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები უნდა დაელაპარაკონ მათ , რომლებმაც თავის დროზე მისცენ ხმა.

"დღეს აქ [პარლამენტის უკანა შესასვლელი] ვიდგებით, იმიტომ, რომ თუ მიიღებენ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონს , უნდა გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ. აქ არიან ადამიანები, მათ შორის „ახალი“ წევრები, რომლებმაც თავის დროზე „ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა და დაელაპარაკონ , არა მხოლოდ მათ, არამედ ყველას, რადგან ჩვენი სამშობლოს ბედი წყდება.

პარლამენტის შენობიდან ისე არ გამოუვათ გამოსვლა , რომ არ დაგველაპარაკონ. დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ“ , - განაცხადა გვარამიამ.