ავტორი:

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. აქციის მონაწილეებს ადგილზე კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.