ავტორი:

"ხალხთან ჩამოდიო, მეუბნებიან... რომ ავდგე, თავი გადავდო და შევაკვდე იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში ქართულია, მერე რას შვებით?" - მდინარაძე

"ხალხთან ჩამოდიო, მეუბნებიან... რომ ავდგე, თავი გადავდო და შევაკვდე იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში ქართულია, მერე რას შვებით?" - მდინარაძე

ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ეს მერე რას გამოიწვევს? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდნენ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, აქციაზე გასვლის შემთხვევაში, 10-20 პროვოკატორი ყოველთვის გამოჩნდება და ეს ესკალაციას გამოიწვევს.

"თქვენს წინააღმდეგ რაღაც აქცია რომ იყოს, არ ვიზამდი ამას, არ მოგმართავდით, რომ „ახლა წამოდი აქციაზე“, ასეთ რისკზე თქვენ არ შეგაგდებდით. 10-20 პროვოკატორი ყოველთვის გამოჩნდება 1000-2000 ან 10 000 ადამიანში და შემდეგ რამხელა ესკალაციას გამოიწვევს. ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით. როგორ შეიძლება ეს ვუთხრათ ერთმანეთს.

იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ეს მერე რას გამოიწვევს? კარგი, მე თავი რომ გადავდო და შევაკვდე იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში ჩემი რწმენით და არგუმენტებით, ქართულია, მერე რას შვებით? ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეისთვის დასრულებულია, თუმცა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო. ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა.