ავტორი:

კახეთში ავარიას და-ძმა ემსხვერპლა

კახეთში ავარიას და-ძმა ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე ასაკის ორი ადამიანი.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი და-ძმა თელავის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ტრაქტორის მძღოლი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.