ავტორი:

"მარიამ დოლიძეს აქვს იდაყვის ძვლის მოტეხილობა, ოპერაციას გავუკეთებთო, ფეხზე აქვს დაჟეჟილობა. გადაუარეს სპეცრაზმელებმა" - აქციაზე "სირცხვილიას" წევრი დაშავდა

"მარიამ დოლიძეს აქვს იდაყვის ძვლის მოტეხილობა, ოპერაციას გავუკეთებთო,  ფეხზე აქვს დაჟეჟილობა. გადაუარეს სპეცრაზმელებმა" - აქციაზე "სირცხვილიას" წევრი დაშავდა

საპროტესტო აქციაზე "სირცხვილიას" წევრი, აქტივისტი მარიამ დოლიძე დაშავდა. მას ხელი აქვს მოტეხილი და დღეს დილით ოპერაცია ჩაუტარდება.

  • ინფორმაციას "სირცხვილია" სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"მოძალადე სპეცრაზმელებმა “სირცხვილიას” წევრს, მარიამ დოლიძეს, ხელი მოტეხეს. მარიამი ქირურგიულ ოპერაციას ხვალ დილით გაიკეთებს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

  • აღნიშნულ თემაზე წერს ასევე კიდევ ერთი აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე

"მარიამ დოლიძეს აქვს იდაყვის ძვლის მოტეხილობა.დილით გავუკეთებთ ოპერაციასო. ფეხზე აქვს დაჟეჟილობა. გადაუარეს სპეცრაზმელებმა. ვართ საავადმყოფოში.

ტელეფონი დაკარგა და ვერ გპასუხობთ. აფდეითი რაც იქნება, მოგწერთ", - წერს მარიამ გეგუჩაძე.

ცნობისთვის, გუშინ მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმმა არსებული ინფორმაციით წიწაკის სპრეი გამოიყენა. შსს-ს ცნობით, პოლიციამ 11 პირი დააკავა.