ავტორი:

"პუბლიკას“ და "ტაბულას" ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა მათი ჟურნალისტები სცემეს

"პუბლიკას“ და "ტაბულას" ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა მათი ჟურნალისტები სცემეს

"პუბლიკასა“ და "ტაბულას“ ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველები მათ ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

  • როგორც "პუბლიკა“ წერს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა გამოცემა "პუბლიკას“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს.

"ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს. მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს",- წერს გამოცემა.

ამასთან, როგორც "ტაბულას“ რედაქტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჟვანიას ქუჩაზე, "ტაბულას“ ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და პირადი მობილური წაართვეს, როცა იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

"ჟვანიას ქუჩაზე, ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და მობილური წაართვეს, როცა ის აქციას იღებდა. ჩემი თხოვნის მიუხედავად, წამოსულიყო, გიორგიმ მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა. რუსული, ღორი რეჟიმის დაცვაში სპეცრაზმი იქცევა ველურივით. ჯერ მობილური დააბრუნეთ და დანარჩენს მოგხედავთ“, - წერს "ტაბულას“ რედაქტორი ლევან სუთიძე.