ავტორი:

"ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად დააკავა - პოლიციამ დაკავებულებზე სასტიკად იძალადა, უმეტესობა ნაცემია" - "ლელო"

"ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად დააკავა - პოლიციამ დაკავებულებზე სასტიკად იძალადა, უმეტესობა ნაცემია" - "ლელო"

პარტია "ლელო“ ირაკლი კუპრაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა.

როგორც "ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა.

"ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა. როგორც დაკავებულები ჰყვებიან, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა. უმეტესობა ნაცემია, მათ შორის, ირაკლი კუპრაძეც.

"ლელოს“ გენერალური მდივანი ამ დრომდე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. როდის ჩაინიშნება სასამართლო მოსმენები და როდის გათავისუფლდებიან დაკავებული მომიტინგეები, ჯერჯერობით უცნობია.

ამ წუთებში "ლელოს“ იურისტი და ადვოკატი ლევან სამუშია პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება და დაკავებულების მდგომარეობას ეცნობა”, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.