ავტორი:

სახალხო დამცველმა ავჭალის იზოლატორში, აქციაზე დაკავებულები მოინახულა - რას ამბობს ლევან იოსელიანი დაკავებულების მდგომარეობაზე

სახალხო დამცველმა ავჭალის იზოლატორში, აქციაზე დაკავებულები მოინახულა - რას ამბობს ლევან იოსელიანი დაკავებულების მდგომარეობაზე

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულები მოინახულა, რომლებიც ავჭალის იზოლატორში არიან მოთავსებული.

  • იოსელიანის განცხადებით, აღნიშნულ იზოლატორში 6 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 2 ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. მისი თქმით, აქედან, ერთ დაკავებულს დაზიანებები სახის არეში ეტყობა, მეორეს კი ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

სახალხო დამცველი დღესვე, დიღმის იზოლატორში მივა, სადაც მისი ინფორმაციით, 8 ადამიანია მოთავსებული.

გარდა ამისა, ომბუდსმენი ამბობს, რომ ერთი ადამიანი გადაყვანილია ბოკერიას სახელობის კლინიკაში.

"ზაჰესის იზოლატორშია 6 პირი. მოვინახულე ყველა მათგანი. 2 მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებებს ართმევს ჩვენი წარმომადგენელი. ჩვენ ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მივადევნებთ თვალ-ყურს გამოძიების პროცესს.

აქ მონახულებული 6 ადამიანიდან 2 მიუთითებს [ფიზიკურ დაზიანებაზე], მაგრამ აქედან ერთს ეტყობა ფიზიკური დაზიანება სახეზე. მეორე ამბობს, რომ არ მეტყობა დაზიანება, მაგრამ მივიღეო," - განახადა იოსელიანმა.