ავტორი:

29 წლის მამაკაცი, რომელსაც ახლობლები გუშინდელი აქციის შემდეგ ეძებდნენ, კლინიკაშია მოთავსებული - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

29 წლის მამაკაცი, რომელსაც ახლობლები გუშინდელი აქციის შემდეგ ეძებდნენ, კლინიკაშია მოთავსებული - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

გუშინ საღამოს საპროტესტო აქციაზე 29 წლის თორნიკე მარუაშვილი დაშავდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება მას ფიზიკურად სპეცრაზმი.

თორნიკეს ადგილსამყოფელს კარგა ხანს ვერავინ არკვევდა. ახლობლები და მეგობრები კი სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მას ეძებდნენ.

როგორც გაირკვა, თორნიკე წუხელვე ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

კლინიკაში გვითხრეს, რომ მათი ინფორმაციით, თორნიკე მარუაშვილი ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. "

დედა ინფორმირებულია, იყო მის სანახავად მოსული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი ინფორმაციის გაცემის უფლება არ გვაქვს".

Ambebi.ge-ს კლინიკაში ასევე უთხრეს, რომ თორნიკეს გარდა მკურნალობას ჰოსპიტალში გადის კიდევ ერთი დაზარალებული ლევან ბუდაღაშვილი. ორივეს მდგომარეობა სტაბილურია.