ავტორი:

"ვიბრძოლებთ ბოლომდე“, "რუსებო“, "მონებო“ - აქციის მონაწილეები უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ

"ვიბრძოლებთ ბოლომდე“, "რუსებო“, "მონებო“ - აქციის მონაწილეები უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ

"ვიბრძოლებთ ბოლომდე“, "რუსებო“, "მონებო“ - პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილები "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.

ამასთან, მათ 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქციაც დააანონსეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ “არა რუსულ კანონს”, “რუსებო”. “მონები ხართ, მონები”.

“ბრძოლას ვაგრძელებთ, არ ვიშლებით. 19:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ. ყველანი გარეთ. ”ქართულ ოცნებას” არ უნდა შერჩეს ჩვენი მომავლის დანგრევა, ვაპროტესტებთ ბოლომდე. არ დავიშლებით”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.