ავტორი:

ალექსანდრე დიუმას "ქალი ხავერდის ყელსაბამით" კვლავ სპეციალურ ფასად იყიდება

ალექსანდრე დიუმას "ქალი ხავერდის ყელსაბამით" კვლავ სპეციალურ ფასად იყიდება

ალექსანდრე დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ „ბიბლუსის“ ქსელსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში კვლავ 10 ლარად იყიდება. ახალ გამოცემაზე სპეციალური ფასი მთელი კვირის განმავლობაში იმოქმედებს, აქციის შემდეგ კი მისი ღირებულება სტანდარტულად 16.95 ლარს დაუბრუნდება.

„ქალი ხავერდის ყელსაბამით“ გამოცემულია პროექტის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში. ის სერიის მესამე გამოცემაა და გამოკითხვის შედეგად ათასობით ადამიანის სურვილით შეირჩა. სერიის ფარგლებში უკვე გამოცემულია ანე ფრანკის "უკანა სახლი (დღიური წერილების სახით“) და მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“. შემდეგ თვეებში კი გამოვა ჩარლზ დიკენსის „მძიმე დროება“ და ჯეინ ოსტინი „ემა“.

რაც შეეხება ალექსანდრ დიუმას რომანს „ქალი ხავერდის ყელსაბამით“, ის ავტორის სხვა რომანებთან შედარებით, „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებია მიუხედავად იმისა, რომ ის მკითხველის გულს პირველივე გვერდებიდან იპყრობს.

„ქართველი მკითხველი ალექსანდრ დიუმას იცნობს როგორც ისტორიული რომანების ავტორს, თუმცა მას დაწერილი აქვს ბევრი ჟანრის ნაწარმოები, მათ შორის - ფანტასტიკის. სწორედ ასეთი ნაწარმოებია „ქალი ხავერდის ყელსაბამით“. ასევე, უაღრესად საინტერესოა წიგნის წინასიტყვაობა (ქართულ გამოცემაში - ბოლოსიტყვაობა), რომელიც ავტორმა მიუძღვნა ცნობილ ფრანგ მწერალსა და ბიბლიოფილს, შარლ ნოდიეს. დღეისათვის ნოდიეს ნაწარმოებები, სამწუხაროდ, მივიწყებულია,“ - აღნიშნავს რომანის მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი.

ეს გახლავთ წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ არა იმიტომ, რომ წასაკითხია, არამედ იმიტომ რომ უფრო მეტად დაფიქრდეთ ცხოვრებაზე და მეტად შეიგრძნოთ თავი, როგორც ადამიანმა.

R