ავტორი:

თვითმხილველების ინფორმაციით, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია 3 ადამიანი

თვითმხილველების ინფორმაციით, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია 3 ადამიანი

თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 3 ადამიანი.

როგორც თვითმხილველები განმარტავენ, ჭრილობები ერთს თავის არეში აქვს მიყენებული, ორს კი მხარში.

შემთხვევა დღეს, 12:00 საათისთვის მოხდა.

“სროლის ხმა მომესმა. 5-6 გასროლის ხმა იყო. მეზობელმა როგორც მითხრა, ის, ვინც ისროდა, თავში არის დაჭრილი, დანარჩენი 2, ვინც თავს იცავდა, მხარშია დაჭრილი. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - აღნიშნავს თვითმხილველი.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს “ინტერპრესნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.