ავტორი:

ის, რაც უნდა იცოდეთ: ყველაფერი ამერიკულ FARA-დან ქართულ სკანდალურ კანონპროექტამდე (სპეცპროექტი)

ის, რაც უნდა იცოდეთ: ყველაფერი ამერიკულ FARA-დან ქართულ სკანდალურ კანონპროექტამდე (სპეცპროექტი)

საქართველოში მღელვარება არ წყდება მას მერე, რაც ხელისუფლებამ კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც შარშანდელი აქციების შედეგად უკან გაიწვია, პარლამენტში ხელახლა დააინიციირა.

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც ქვეყნის გარეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ასევე ქვეყნის შიგნით საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, მით უფრო, 2023 წლის მარტის მასშტაბური აქციების გათვალისწინებით, რის მერეც ხელისუფლება იძულებული გახდა კანონპროექტი, რომელიც იმთავითვე "რუსულად“ შეფასდა, პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, უკან გაეწვია.

გთავაზობთ სპეცპროექტს, რომელშიც შეიტყობთ ყველაფერს როგორც ქართული კანონპროექტის, ასევე უცხოური პრაქტიკის შესახებ.