ავტორი:

ქალმა გარდაცვლილი ბიძის ცხედარი ბანკში ეტლით მიიტანა და მისი სახელით სესხის აღება სცადა - უჩვეულო ამბავი, რომელმაც მთელი ბრაზილია შოკში ჩააგდო

ქალმა გარდაცვლილი ბიძის ცხედარი ბანკში ეტლით მიიტანა და მისი სახელით სესხის აღება სცადა - უჩვეულო ამბავი, რომელმაც მთელი ბრაზილია შოკში ჩააგდო

რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ბანკში ქალმა გარდაცვლილი ბიძის ცხედარი ეტლით მიიტანა და მისთვის გამოყოფილი სესხის აღება სცადა. მას სურდა მიეღო ბიძისთვის დამტკიცებული თანხა 17 ათასი ბრაზილიური რეალის ოდენობით (დაახლოებით 8500 ლარი).

  • უჩვეულო კლიენტმა ბანკის თანამშრომლებს უთხრა, რომ ბიძას სესხის აღებაში ეხმარებოდა. ამავდროულად, მან მიცვალებულს თითებს შორის კალამი ჩაუდო, ქაღალდები მასთან ახლოს მიიტანა და ხელის მოწერაზე „დაყოლიება“ სცადა. ქალს იმედი ჰქონდა, რომ გარდაცვლილი ნათესავის ანგარიშების მართვის შესაძლებლობას მიიღებდა, რადგან ის ამავე დროს ბიძის მეურვე გახლდათ.

"აქ მოაწერე ხელი", - ეუბნებოდა ბრაზილიელი ქალი ბიძას, რომელიც ლოგიკურია დუმილით უპასუხებდა.

ბანკის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ წყვილს შორის რაღაც რიგზე არ იყო და კამერით ვიდეოს გადაღება დაიწყეს. კადრებში ჩანს, რომ ეტლში მჯდომ კაცს, თავი არაბუნებრივად უვარდებოდა წინ, თვითმხილველების თქმით, ეტლში მჯდომარე უკიდურესად ცუდად გამოიყურებოდა...

ერთ-ერთმა მენეჯერმა ჰკითხა ქალს, რატომ იყო მისი ბიძა ასეთი ფერმკრთალი. რაზეც ქალმა უპასუხა: "ის ყოველთვის ასეა”. და კვლავ განაგრძო გვამის დაყოლიება, რომ კალამი უფრო კარგად დაეჭირა და ფურცლებზე ხელი მოეწერა...

"ბიძია, შენ უნდა მოაწერო ხელი, თუ არ ხარ კარგად, შემიძლია საავადმყოფოში წაგიყვანო?" - ეუბნებოდა გარდაცვლილს დის შვილი.

როგორც ბანკის თანამშრომლების მიერ გამოძახებულმა პოლიციელებმა გაარკვიეს, ქალი ნამდვილად გარდაცვლილის ნათესავი იყო. მისი სახელია ერიკა დე სოუზა ვიეირა ნუნესი, მისი ბიძა, პაულო რობერტო ბრაგა, 68 წლის იყო და რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა, სანამ მისმა ჭკვიანმა დის შვილმა ფულის ასაღებად ბანკში მიიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა, მაგრამ კაცი უკვე გარდაცვლილი იყო. ქალი ადგილზე დააპატიმრეს. გამომძიებლები იკვლევენ, მონაწილეობდნენ თუ არა სხვა ნათესავები თაღლითობაში.

წყარო