ავტორი:

"ქართველი ფეხბურთელები ახალი კანონის მიღებას აპროტესტებენ, მათ შორის კვარაცხელია..." - რას წერს The Guardian ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა დღევანდელ პოსტებზე

"ქართველი ფეხბურთელები ახალი კანონის მიღებას აპროტესტებენ, მათ შორის კვარაცხელია..." - რას წერს The Guardian ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა დღევანდელ პოსტებზე

საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ქართველ ფეხბურთელებზე და მათ მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე.

"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევრო 2024-ის პირველი დიდი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი მოიპოვა, ინსტაგრამზე აქციის მხარდამჭერი ფოტო გამოაქვეყნა. ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ახალი კანონის მიღებას აპროტესტებენ.

ღამით პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა. აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ საკამათო "უცხოური გავლენის“ კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან, რომელიც როგორც ამბობენ, შეაფერხებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

ეროვნული ნაკრების სხვა მოთამაშეებმა, მათ შორის იტალიის სერია A-ს კლუბ ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიამ და ესპანეთის ლა ლიგის ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, ასევე გამოაქვეყნეს აქციის მონაწილეების მხარდამჭერი შეტყობინებები სოციალურ ქსელში: "საქართველოს გზა ევროპისკენ არის. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს“ - აღნიშნავს The Guardian-ი.

სტატიაში მამუკა მდინარაძისა და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირებაცაა ნახსენები. გამოცემა აღნიშნავს, რომ ოთხშაბათს 150 დეპუტატიდან 83-მა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

"მმართველი პარტია "ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კანონმდებლობა საჭიროა გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საზღვარგარეთიდან დაწესებული "ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების“ წინააღმდეგ საბრძოლველად. კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს არაფერი აქვს საერთო უცხოური აგენტების კანონპროექტთან.საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც უთანხმოებაა მმართველ პარტიასთან, მხარი დაუჭირა აქციის მონაწილეებს და დაგმო შემოთავაზებული კანონპროექტი, როგორც "რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგია" - ვკითხულობთ სტატიაში.

ნახეთ ასევე: