ავტორი:

სპეცრაზმი პარლამენტის ეზოში, წყლის ჭავლის მანქანები თავისუფლების მოედანზე - რა ვითარებაა ახლა დედაქალაქის მთავარ გამზირზე?

სპეცრაზმი პარლამენტის ეზოში, წყლის ჭავლის მანქანები თავისუფლების მოედანზე - რა ვითარებაა ახლა დედაქალაქის მთავარ გამზირზე?

პარლამენტის შენობის შიდა ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს. გარდა ამისა, წყლის ჭავლის მანქანებია განლაგებული თავისუფლების მოედანზეც.

  • პარლამენტის ეზოში სპეცრაზმის შესვლას შენობის გარეთ, უკანა მხარეს მყოფი აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. ისინი სკანდირებენ: “რუსებო” “მონებო”.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეთა ნაწილი იმყოფება პარლამენტის უკანა ეზოსთან, სადაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, პარალელურად კი, მოქალაქეები იკრიბებიან პარლამენტის შენობის წინა მხრიდან.

ცნობისთვის აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს პარლამენტის გამზირზე - ამის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

სტუდენტები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სკუტერებით მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე "ცოცხალი კორიდორი" მოუწყვეს, ასევე, ტაშით და ოვაციები შეხვდნენ.

კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.

როგორც ცნობილია, პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

წაიკითხეთ ასევე: