ავტორი:

"პოლიციას არანაირი განკარგულება არ აქვს - თუ სამართალდარღვევა, ძალადობა მოხდება, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ" - ვაჟა სირაძე

"პოლიციას არანაირი განკარგულება არ აქვს - თუ სამართალდარღვევა, ძალადობა მოხდება, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ" - ვაჟა სირაძე

ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

  • მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, ძალადობა, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

"არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ როდესაც აქცია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და არ სცდება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ნორმებს, პოლიცია არის სტანდარტულად მშვიდ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, ძალადობა კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას.

არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ამასთან, ყველა სამართალდარღვევაზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთების საშუალება არ გვაქვს. ვიმყოფებით და ვმოქმედებთ არსებული რეალობიდან გამომდინარე", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა. ამ დროისთვის ისინი მთავრობის კანცელარიასთან არიან შეკრებილი და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.