ავტორი:

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს - "პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!"

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს - "პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!"

"პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

პრეზიდენტის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი დღეს არ სრულდება.

"პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა! ხალხმა სიმშვიდისა და შემართების მაგალითი ყველას მოგვცა! დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!" , - განაცხადა პრეზიდენტმა.

მანამდე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

"და როდესაც კანონი, რომელსაც გამოიყენებენ, არის ასლი იმისა თუ რა დააწესა წარმატებით პუტინმა რუსეთში, იმ შედეგებით, რომლებიც ვნახეთ - აღარ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, აღარ არსებობს ოპოზიცია და ყველაფერი კონტროლირდება, ეს არ არის მომავალი, რომლის მიღებაც საქართველოს მოსახლეობას შეუძლია. ეს არ არის მომავალი, რომელსაც მე მივიღებ.

კანონს ვეტოს დავადებ. ვიცი, რომ ვეტოს დაძლევენ, მაგრამ აქ ვსაუბრობ, საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოვხატავ, რომელიც ქუჩებში ჩანს და თუ დააკვირდებით, თუ ვინ წარმოადგენს მოსახლეობას, ესენი ძირითადად ახალგაზრდა თაობაა, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებშია, რათა უთხრას “არა” რუსეთს, უთხრას “არა” რუსულ კანონს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ. კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.

წაიკითხეთ ასევე: