ავტორი:

"მამუკა მდინარაძეს არ ჩამორჩებით!" - დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილსა და პოლიციელს შორის

"მამუკა მდინარაძეს არ ჩამორჩებით!" - დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილსა და პოლიციელს შორის

მთავრობის ადმინისტრაციასთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილსა და ერთ-ერთ სამართალდამცავს შორის დაპირისპირება მოხდა.

  • დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა პოლიციის წარმომადგენელმა მიმართა, რომ ისინი "მამუკა მდინარაძეს არ ჩამორჩებიან".

"მე მაქვს უფლება თავისუფლად შევიდე მთავრობის ადმინისტრაციაში. რატომ იმალება [ირაკლი კობახიძე]? თქვენ რატომ გეფარებათ?" - განაცხადა ხაბეიშვილმა, რაზეც სამართალდამცავმა ის პროვოკაციაში დაადანაშაულა. აღნიშნულის საპასუხოდ ხაბეიშვილმა მას ისევ მიმართა: "სად მნახე სადმე შევარდნილი? ხომ სირცხვილია, რასაც ლაპარაკობთ? ერთი სული გაქვთ რაიმე მიზეზი მოძებნოთ. მდინარაძეს არ ჩამორჩებით, სამწუხაროდ", - მიმართა ხაბეიშვილმა სამართალდამცავს.

საბოლოოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ხაბეიშვილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან გადაინაცვლეს, სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

წაიკითხეთ ასევე: