ავტორი:

"ვაჟა სირაძემ მითხრა, თუ მაგარი ხარ მარტო წამოდი, დაელაპარაკე პრემიერსო.. შუა გზაში უარი მითხრა, მე და შენ ვილაპარაკოთო" - ლევან ხაბეიშვილი

"ვაჟა სირაძემ მითხრა, თუ მაგარი ხარ მარტო წამოდი, დაელაპარაკე პრემიერსო.. შუა გზაში უარი მითხრა, მე და შენ ვილაპარაკოთო" - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე მას დაჰპირდა, რომ კანცელარიაში შეიყვანდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში არის ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი შეიქმნა და სწორედ მან უნდა გასცეს საზოგადოებას პასუხი.

"სირაძემ თქვა, წამოდიო შეგიყვანო. მარტო წამოხვალო? კი მეთქი, წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა, ახლა ვერ გამოვაო. არაფერს დავუშავებ კობახიძეს, ერთი სათქმელი მაქვს რომ ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს.

როგორც კი სირაძეს კორუფციაზე დავუწყე საუბარი ვაჟა სირაძეს და ფულზე- ის კანონს კი არ იცავს, მის ფულს იცავს, სირაძეც, გომელაურიც, კობახიძე - მაშინვე დატოვა ტერიტორია და გაიქცა ისიც. ალეკო ელისაშვილზეც ვკითხე და თქვა, რომ მას განვარიდებთო, მაგრამ ალეკოს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, ესეც დავინახეთ ყველამ, მაგრამ თქვეს არ ვაკავებთო, მაგრამ მატყუარა, აფერისტია, ვაჟა სირაძის სიტყვა დაიჯერება ამ ქვეყანაში, თუ კობახიძის?

კიდევ ვამბობ, სირაძემ თქვა წამოდი, თუ მაგარი ხარ მარტო წამოდი, დაელაპარაკეო, შუა გზაში მესიჯი მოუვიდა და უთხრეს და არაო, კარში გაჩერდა, ვერ აგიყვან, მე და შენ ვილაპარაკოთო. მერე გამექცა" - თქვა ხაბეიშვილმა.

  • მანამდე ლევან ხაბეიშვილსა და ერთ-ერთ სამართალდამცავს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა პოლიციის წარმომადგენელმა მიმართა, რომ ისინი "მამუკა მდინარაძეს არ ჩამორჩებიან".

"მე მაქვს უფლება თავისუფლად შევიდე მთავრობის ადმინისტრაციაში. რატომ იმალება [ირაკლი კობახიძე]? თქვენ რატომ გეფარებათ?" - განაცხადა ხაბეიშვილმა, რაზეც სამართალდამცავმა ის პროვოკაციაში დაადანაშაულა. აღნიშნულის საპასუხოდ ხაბეიშვილმა მას ისევ მიმართა: "სად მნახე სადმე შევარდნილი? ხომ სირცხვილია, რასაც ლაპარაკობთ? ერთი სული გაქვთ რაიმე მიზეზი მოძებნოთ. მდინარაძეს არ ჩამორჩებით, სამწუხაროდ", - მიმართა ხაბეიშვილმა სამართალდამცავს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან გადაინაცვლეს, სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

ნახეთ ასევე: