ავტორი:

რამხელა ცვლილების მოხდენა შეუძლია პატარა ჟესტს - წიგნი საუკეთესო საჩუქარია

რამხელა ცვლილების მოხდენა შეუძლია პატარა ჟესტს - წიგნი საუკეთესო საჩუქარია

თანამედროვე სამყაროში, სადაც ქაოსი და ინფორმაციული ხმაური გვახვევია, წიგნი შთაგონების, განტვირთვის და ცოდნის ფასდაუდებელ წყაროდ რჩება. ის საუკეთესო საშუალებაა მოწყდე ინტერნეტს, მომაბეზრებელ გაჯეტებს და რამდენიმე საათი საკუთარ თავთან განმარტოვდე. ჩაიძირო იმ საოცარ სამყაროებში, რომლებსაც წიგნები გვთავაზობენ.

საჭირო წიგნს საჭირო მომენტში შეუძლია დაგვეხმაროს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ისეთმა პატარა ჟესტმა კი, როგორიცაა წიგნის ჩუქება, შეუძლია ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

რატომ არის წიგნი საუკეთესო საჩუქარი?

წიგნი - უნივერსალური საჩუქარია, რომელიც შესაფერისია ნებისმიერი ასაკის, სქესის, პროფესიისა და ინტერესის ადამიანისთვის. ის ძალიან პრაქტიკულია და ყოველთვის გამოგადგებათ, იქნება ეს კულინარიული წიგნი, ბიზნეს ლიტერატურა, მხატვრული რომანი თუ პრაქტიკული სახელმძღვანელო. ახლა, საუკეთესო დროა წიგნის ჩუქებისთვის, რადგან 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღეა, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველ აპრილის თვეში აღინიშნება. „ბიბლუსმა“ არა მხოლოდ ერთი დღე, არამედ მთელი აპრილის თვე - წიგნის ჩუქების თვედ აქცია. წიგნის ჩუქების კეთილმა კამპანიამ მთელი საქართველო მოიცვა. გამომცემლობა „პალიტრა L” მთელი თვის განმავლობაში გთავაზობთ ფასდაკლებებს, საინტერესო სიახლეებს და შეთავაზებებს წიგნებზე.

რატომ არის წიგნის ჩუქება განსაკუთრებული ჟესტი

წიგნის ჩუქება არ არის მხოლოდ ყურადღების გამოხატვის ბანალური ნიშანია. ეს არის განსაკუთრებული ჟესტი, რომელიც საუბრობს ადამიანის მიმართ ზრუნვაზე, ყურადღებასა და პატივისცემაზე. წიგნი არის საჩუქარი გულიდან. როცა წიგნს ჩუქნით, საკუთარი თავის ნაწილსაც ჩუქნით. თქვენ უზიარებთ ადრესატს თქვენს გემოვნებას, პრეფერენციებს და აზრებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ აფასებთ მას, როგორც პიროვნებას და გსურთ აჩუქოთ საინტერესო საჩუქარი.

წიგნის ჩუქების მომენტი უფრო დასამახსოვრებელი რომ გახადოთ, გაუკეთეთ ორიგინალური და პერსონალური ხასიათის შეფუთვა. არ დაგავიწყდეთ სამახსოვრო წარწერის გაკეთებაც.

იდეები სამახსოვრო წარწერისთვის:

  • დაწერეთ ციტატა წიგნიდან.
  • დაუწერეთ სურვილი გულით.
  • დაწერეთ წიგნთან დაკავშირებული სახალისო ფრაზა.

წიგნი არის ცოდნის, სიბრძნისა და შთაგონების წყარო. მას შეუძლია გაუხსნას ადამიანს ახალი ჰორიზონტები, შეცვალოს მისი შეხედულება ცხოვრებაზე. წიგნის ჩუქებით ადამიანს აძლევთ შესაძლებლობას ისწავლოს რაიმე ახალი, გახდეს უკეთესი და იპოვოს პასუხები კითხვებზე. მატერიალური საგნებისგან განსხვავებით, წიგნები არასდროს კარგავს აქტუალობას. ისინი შეიძლება ინახებოდეს მრავალი წლის განმავლობაში, გადადიოდნენ ხელიდან ხელში და გახდნენ ოჯახის მემკვიდრეობა. სიყვარულით გაცემული წიგნი ყოველთვის შეახსენებს ადამიანს თქვენს თავს და თქვენს გრძნობებს.

წიგნის ჩუქება მხოლოდ ზრდილობის ჟესტი არ არის. ეს არის შესაძლებლობა, ცოტათი გააუმჯობესოთ ადამიანის ცხოვრება, მისცეთ მას ახალი ცოდნა, შთაგონება და აჩუქოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

#გააზიარელიტერატურადასიყვარული

R