ავტორი:

ქანიე უესტის წინააღმდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო - რეპერი ფიზიკურად გაუსწორდა მამაკაცს, რომელმაც, მის მეუღლეს ბიანკა ცენსორს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა

ქანიე უესტის წინააღმდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო - რეპერი ფიზიკურად გაუსწორდა მამაკაცს, რომელმაც, მის მეუღლეს ბიანკა ცენსორს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა

ქანიე უესტის წინააღმდეგ პოლიცია გამოძიებას აწარმოებს - ამერიკელ რეპერს დაპირისპირება მოუვიდა მამაკაცთან, რომელმაც მის მეუღლეს ბიანკა ცენსორს "შეურაცხყოფა მიაყენა". TMZ-ის ცნობით, შემთხვევა 16 აპრილს, ღამით მოხდა.

წყვილი პაპარაცებმა დისნეილენდში დააფიქსირეს. ქანიეს სპორტული ტანსაცმელი ეცვა, ბიანკა კი ფეხშიშველი დადიოდა. მოგვიანებით ისინი Chateau Marmont Hotel-ში ბრუნდებოდნენ, როდესაც შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეპერმა მამაკაცს მუშტი სახეში დაარტყა.

"უცნობმა მამაკაცმა ბიანკას სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელები მოხვია და აკოცა", - განაცხადა ქანიეს პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. რეპერს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

გამოთქმული ვარაუდის მიხედვით, ქანიე ცდილობს, რომ ბიანკა, ჩაცმულობის ხარჯზე, კიმ კარდაშიანზე უფრო პოპულარული გახადოს. მოარული ხმების მიხედვით, რეპერი ცოლს ასეთი გამომწვევი ტანსაცმლის ჩაცმას "აიძულებს", რაზეც ბიანკას ოჯახიც წუხილს გამოთქვამს. თუმცა პიარის ექსპერტი ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი წყვილის გეგმის ნაწილია და ისინი, უბრალოდ, ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

ქანიემ და ბიანკამ 2022 წელს იქორწინეს, მას შემდეგ ქალმა სოციალური ქსელების გამოყენება შეწყვიტა. მისი ხმა ინტერვიუსა თუ ვიდეოში არავის გაუგია. საზოგადოებას კი არაერთი კითხვა აწუხებს. მათ შორის, ხომ არ არის ის ძალადობის მსხვერპლი.