ავტორი:

პარლამენტთან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სტუდენტები აპროტესტებენ, გზა გადაიკეტა - “ამ კანონით ცდილობენ, წაგვართვან მომავალი"

პარლამენტთან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სტუდენტები აპროტესტებენ, გზა გადაიკეტა - “ამ კანონით ცდილობენ, წაგვართვან მომავალი"

]რუსთაველის გამზირზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, გზა გადაიკეტა რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, გზა გადაიკეტა.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ. საპროტესტოდ ძირითადად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან შეკრებილები.

მსვლელობისას სტუდენტები სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”.

შეკრებილები ფიქრობენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შესახებ ცნობადობა უნდა გაიზარდოს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ის.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა “დაფიონია".

აქციაზე მყოფი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ „პროპაგანდა არის აგორებული, თითქოს ახალგაზრდებმა" “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე არაფერი იციან და შესაბამისად, არ იციან რას აპროტესტებენ, რაც სინამდვილეში ასე არ არის. მათი თქმით, კანონპროექტი ქვეყნისთვის საზიანო და ის არ უნდა მიიღონ.

“ამ კანონით ცდილობენ, წაგვართვან მომავალი. სადაც არის ჩვენი მომავალი, იქ ვიდგებით ჩვენც”, - აცხადებენ სტუდენტები.