ავტორი:

"ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა..." - ვახტანგ გომელაური

"ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა..." - ვახტანგ გომელაური

მინდა ორი სიტყვით ვთქვა ალეკო ელისაშვილზე, ძალიან სამწუხაროა ბატონი ალეკოს [შემთხვევა], - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის წესით არის მისული.

ალეკო ელისაშვილზე განცხადების გაკეთებისას შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის გამოც, მინისტრმა საკითხის შეფასება შეწყვიტა და ინტერპელაციის კითხვებზე გადავიდა.

"სამწუხაროა, აბა, რა უნდა ვთქვათ?! იქნებ მაცადოთ, კულტურა ან ზრდილობა იქონიოთ და მაცადოთ საუბარი. მე გისმენთ ხოლმე ყველას. გამოძიება დაიწყო, რა მოხდა გაარკვევს საგამოძიებო სამსახური. მე რომ ვთქვა, მერე იტყვით, მიკერძოებული ხარო... რომ გამოხვალთ მერე ისაუბრეთ თქვენ, გადავალ პირდაპირ ინტერპელაციის კითხვებზე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

იხილეთ ასევე: