ავტორი:

CNN: დააკავეს პოლონელი მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ რუსულ შეთქმულებაში მონაწილეობა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

CNN: დააკავეს პოლონელი მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ რუსულ შეთქმულებაში მონაწილეობა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

CNN : პოლონეთისა და უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დააკავეს პოლონელი მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ რუსულ შეთქმულებაში მონაწილეობა.

პროკურორების განცხადებით, მამაკაცი რუს ჯაშუშებს ჟესოვსა და იასიონკას იმ აეროპორტის უსაფრთხოების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრში (62 მილი) მდებარეობს. ცნობილია, რომ ზელენსკი ამ აეროპორტს საზღვარგარეთ გამგზავრებისას იყენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთქმულება უკრაინის ხელისუფლებამ გამოააშკარავა და ძირითადი მტკიცებულებები პოლონელ ოფიციალურ პირებს გადასცა. ბრალდებული პოლონეთის ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაული რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეს ზელენსკის მოკვლის მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის: 2023 წლის აგვისტოში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, "აგროვებდა ინფორმაციას“ პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მიკოლაივის სამხრეთ რეგიონში, რათა რუსეთს მასზე საჰაერო თავდასხმის დაგეგმვაში დახმარებოდა.

ამ ცოტა ხნის წინ, გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ბაიროითში რუსეთის ორი აგენტი დააკავეს, რომლებიც დივერსიული თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ.

რუსეთის საელჩომ ყველა აღნიშნული ბრალდება უარყო და მას "პირდაპირი პროვოკაცია" უწოდა. წაყარო