ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კობახიძე, გერმანიის ელჩმა სწორად მოახდინა ჩვენი კანცლერის ციტირება! მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“, - ასე მიმართავს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.
"გთხოვთ გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დემონსტრირებს ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის“, - წერს მიხაილ როთი სოციალურ ქსელში.
იხილეთ ასევე: