ავტორი:

"ოპოზიციაში რამდენიმე ქალს ხელში მაუზერი რომ ეჭიროს, თავში ისე დაგვახლიდნენ, თვალსაც არ დაახამხამებდნენ..." - პაპუაშვილი

"ოპოზიციაში რამდენიმე ქალს ხელში მაუზერი რომ ეჭიროს, თავში ისე დაგვახლიდნენ, თვალსაც არ დაახამხამებდნენ..." - პაპუაშვილი

დღევანდელი ინტერპელაციის თემა ქალთა მიმართ ძალადობაა და გვაქვს სამწუხარო ფაქტი, რომ ოპოზიციაში რამდენიმე ქალი გამოირჩევა, რომელიც სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობს - დარწმუნებული ვარ, ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, თავში ისე დაგვახლიდნენ, როგორც არაფერი! ეს ადამიანები თვალსაც კი არ დაახამხამებდნენ! - პარლამენტის სპიკერატიდან შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავასკენ იყო მიმართული.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციონერი ქალების ქცევებში აგრესია და ზიზღი მოედინება.

“მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მათ მაუზერები ჰქონდათ - იყვნენ ამით შეიარაღებული და ყველას ახსოვს, რასაც აკეთებდნენ. თვალს არ ახამხამებდნენ, ისე უსწორდებოდნენ ადამიანებს ქუჩაში თუ საპატიმროში, ისე რიყავდნენ ადამიანებს, ისე თიშავდნენ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. დღეს ოპოზიციაში არიან, ეს მაუზერები ხელში ვეღარ უჭირავთ, მაგრამ თაროებზე აქვთ შენახული.

დარწმუნებული ვარ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, ტყავის ქურთუკებს ისევ გადმოალაგებენ, ჩაიცვამენ, მაუზერს მოიმარჯვებენ და საზოგადოებას ისევე დაერევიან, როგორ იყვნენ დარეულები.

ეს ადამიანები აიდენტიფიცირებენ თავს რაიმე ევროპულთან - ეს ადამიანები, რომლებიც ბოლშევიკების შთამომავლები არიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, შს მინისტრს უსმენენ. გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა.