როგორ შევარჩიოთ ხელის უსადენო მტვერსასრუტი მაღალი სიმძლავრითა და გამძლე ელემენტით?

როგორ შევარჩიოთ ხელის უსადენო მტვერსასრუტი მაღალი სიმძლავრითა და გამძლე ელემენტით?

ხელის უსადენო მტვერსასრუტი დროის დაზოგვისა და მოკლე დროში იდეალური სისუფთავის მიღწევაში გვეხმარება. ამასთან, სხვა ტიპის მტვერსასრუტებთან შედარებით უფრო ხარჯეფექტურიცაა.

მტვერსასრუტების ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ფასისა და ფუნქციონალის მქონე პროდუქციით, ამიტომ შეიძლება, არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდეს. იმისათვის, რომ მოწყობილობის მეშვეობით მაქსიმალური კომფორტი შევიქმნათ და გონივრული ინვესტიცია გავაკეთოთ, ხელის უსადენო მტვერსასრუტის შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა გავითვალისწინოთ:

  • ელემენტის გამძლეობა;
  • სიმძლავრე;
  • მტვრის კონტეინერის ზომა;
  • ფილტრაციის სისტემის არსებობა;
  • ხმის დამხშობი სისტემის არსებობა;
  • სიმსუბუქე;
  • დამატებითი თავაკები;
  • განათება.

წამყვან ტექნოლოგიურ ბრენდებს შორის მტვერსასრუტების ინდუსტრიაში მოწინავეა Dreame, რომლის მტვერსასრუტებიც როგორც ფუნქციონალების მრავალფეროვნებით, ისე გამძლეობით გამოირჩევა.

ტექკომპანია სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის განსხვავებული მახასიათებლების მქონე ხელის უსადენო მტვერსასრუტებს აწარმოებს. თითოეული მათგანი გამძლეობითა და ხარჯთეფექტურობით გამოირჩევა:

  • 𝐃𝐫𝐞𝐚𝐦𝐞 - R10

მტვერსასრუტი ერთი დამუხტვით 100მ2 ფართობს ასუფთავებს და 60 წუთის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს, რაც დროის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს.

R10 მოდელის სიმძლავრე 350 ვოლტია, შეწოვის ძალა: 𝟐𝟎 𝟎𝟎𝟎 Pa, აღჭურვილია სამი რეჟიმით - ეკო, მედიუმი და ტურბო, LED განათების ორი რეჟიმი კი ყველაზე ბნელი და მიუდგომელი ადგილების დასუფთავების შესაძლებლობას იძლევა.

მტვერსასრუტის 𝟓-დონიანი ციკლონური ფილტრაცია, პლუს ჰეპა ფილტრი, საშუალებას იძლევა მაქსიმალურ ჰიგიენას მივაღწიოთ სახლში და მოწყობილობაც მარტივად გაასუფთაოთ. ამასთან, მტვერსასრუტს კომპლექტაციაში მოჰყვება იატაკის ელექტრონული თავი, 𝐕 ფორმის სილიკონიანი, ავეჯის ელექტრონული თავი, კუთხის და ჯაგრისიანი თავი და კეცვადი ჯაგრისიანი თავი, რაც სახლის დასუფთავების პროცესს ამარტივებს და დამატებითი საშუალებების გამოყენების საჭიროებას სრულად გვიხსნის.

აღსანიშნავია, რომ უსადენო მტვერსასრუტი აღჭურვილია კედლის სამაგრით, რითაც მას დაზიანებისგან დავიცავთ.

  • Dreame Cordless Vacuum Cleaner T20

Dreame Cordless Vacuum Cleaner T20 არის ახალი უკაბელო ხელის მტვერსასრუტი ინოვაციური შემწოვი ჯაგრისითა და 25 000 Pa შეწოვის ძალით. ეს მძლავრი მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს, მინიმალური ძალისხმევით, მოკლე დროში მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

T20 მოდელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი 8-საფეხურიანი ხმის დამხშობი სისტემა, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ოჯახებისთვის, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები არიან. მტვერსასრუტი კონკურენტებთან შედარებით მუშაობისას საკმაოდ ჩუმია.

მისი 3-დონიანი მართვის მეშვეობით სხვადასხვა სირთულის მქონე ზედაპირის სწრაფად და ეფექტურად დასუფთავება შეგვიძლია. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დაბალი დატვირთვის დროს მისი მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს 70 წუთს.

მოწყობილობა აღჭურვილია როგორც LED განათებით, რაც ბნელი ადგილების სრულად დასუფთავების შესაძლებლობას გვაძლევს. ამასთან, LED ეკრანზე მარტივად გავაკონტროლებთ რეჟიმს, ელემენტს, შეცდომებსა და ენას.

დამატებითი ფუნქციონალებს შორისაა AUTO რეჟიმი, რომლის მეშვეობითაც მოწყობილობა თავად ამოიცნობს ხალიჩის ზედაპირს და ავტომატურად მოუმატებს სიმძლავრეს. ამასთან, T20 მოდელი გამორჩეულია 5-დონიანი ციკლონური ფილტრაციითაც.

მტვერსასრუტს კომპლექტაციაში მოჰყვება სხვადასხვა ადგილისა და ზედაპირისთვის განკუთვნილი თავაკები, კედელზე სამაგრი და მცირე ზომის აქსესუარების სამაგრი.

მსოფლიოში აღიარებული ბრენდის Dreame-ის ინოვაციური ხელის უსადენო მტვერსასრუტების შეძენა შესაძლებელია შემდეგ მაღაზიებში:

  • „შაომი საქართველო“;
  • „მისთორი“;
  • „ალტა“;
  • „კონტაქტ ჰოუმი“.

ონლაინ შესაძენად მიჰყევით ბმულს.

R