ავტორი:

პარლამენტთან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, გზა გადაიკეტა

პარლამენტთან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, გზა გადაიკეტა

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და სკანდირებენ: "არა რუსულ რეჟიმს“, "ევროკავშირს გაუმარჯოს“, "საქართველოს გაუმარჯოს“. მათი თქმით, ვიდრე მმართველი პარტია აღნიშნულ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს, პროტესტს არ შეწყვეტენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპირებენ, რომ რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლონ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუდენტური მოძრაობა "დაფიონის“ წევრის ზვიად ცეცხლაძის განცხადებით, მათი მიზანია ახალგაზრდებში გაიზარდოს მუხტი და კიდევ უფრო გაღრმავდეს მათი ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ცუდი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.