ავტორი:

"ეს ყველაფერი, შეიძლება, ორი საძაგელი ძალის, "ნაცების" და "ქოცების" დასასრულის დასაწყისი იყოს" - დავით ბეშიტაიშვილი

"ეს ყველაფერი, შეიძლება, ორი საძაგელი ძალის, "ნაცების" და "ქოცების" დასასრულის დასაწყისი იყოს" - დავით ბეშიტაიშვილი

მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი, რომელიც გუშინდელ აქციაზე იმყოფებოდა ამბობს, რომ ახალგაზრდების პროტესტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

მისი თქმით, მთავარი მიზანი როგორც "ქართული ოცნების" ისე "ნაციონალური მოძრაობის" დასრულება უნდა იყოს.

"ეს ყველაფერი, შეიძლება, ორი საძაგელი ძალის, "ნაცების" და "ქოცების" დასასრულის დასაწყისი იყოს, რადგან ეს ერთი ძალაა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს. ყველა ნიუანსი იმისკენ მიუთითებს რომ ამ საპროტესტო აქციებმა შედეგი უნდა გამოიღოს" - მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი აქციიდან

ცნობისთვის ახალგაზრდები გუშინ, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ასევე მსვლელობით გაემართნენ გმირთა მოედანზე. მათ გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რაც მათივე თქმით, არის პირობა იმისა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხელისუფლება ვერ მიიღებს. გმირთა მოედნის შემდეგ აქცია პარლამენტთან დაასრულეს.