ავტორი:

"შევასრულეთ, რასაც დაგპირდით!" - ისრაელმა ირანს საპასუხოდ დაარტყა, ოღონდ ერაყში: რა არის ცნობილი "კალსუში" განლაგებულ დაჯგუფებაზე, რომელზეც დღეს იერიში მიიტანეს

"შევასრულეთ, რასაც დაგპირდით!" - ისრაელმა ირანს საპასუხოდ დაარტყა, ოღონდ ერაყში: რა არის ცნობილი "კალსუში" განლაგებულ დაჯგუფებაზე, რომელზეც დღეს იერიში მიიტანეს
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

მსოფლიოში ბევრი მოელოდა ისრაელის „პასუხის პასუხს“ ირანთან მიმართებაში, 13-14 აპრილის მასიური კომბინირებული საჰაერო შეტევის შემდეგ, რომელსაც თავის მხრივ უსწრებდა 1 აპრილს ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმა და ეს „პასუხის პასუხიც“ შედგა, ოღონდ ძალზე უცნაურად... ისრაელის კამიკაძე-დრონებმა ირანს დარტყმა ერაყის ტერიტორიაზე მიაყენეს!

  • საქმე ის არის, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სამხრეთით 50 კმ-ში განთავსებულია სამხედრო ბაზა "კალსუ", რომელზეც 2011 წლამდე აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი იყო დისლოცირებული, შემდეგ ის ერაყის შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნეს და იქ ბინა დაიდო ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალების“ (PMF) შენაერთმა.

PMF-ი შიიტური დაჯგუფებაა და მასზე დიდი გავლენა აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსის სარდლობას, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ ამ ბაზიდან არაერთხელ განხორცილებულა სარაკეტო დარტყმები იმ ამერიკულ მინი-ბაზებზე, რომლებიც ერაყის ტერიტორიაზე დღემდე ფუნქციონირებენ.

ისრაელის საპასუხო შეტევა ერაყში პროირანული ძალების სამხედრო ბაზაზე შეზღუდული მასშტაბების, მაგრამ საკმაოდ მაღალ შედეგიანი გამოდგა, რაზეც მეტყველებს თვითმხილველების მიერ გადაღებული ღამისეული ვიდეოკადრები, რომლებშიც ცეცხლის ალში გახვეული ეს ბაზა მოჩანს-წინასწარი მონაცემებით ერთი სამხედრო დაიღუპა, ექვსი დაიჭრა.

ჩვენ შევასრულეთ ის, რასაც დაგპირდით! - განუცხადა ისრაელელ ჟურნალისტებს ამ ქვეყნის ინკოგნიტო რესპონდენტმა სამთავრობო წრეებიდან, რაც იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ისრაელის ხელისუფლება „პასუხის პასუხს“ შემდგარად თვლის და ამით ასრულებს ირანის ობიექტებზე თავდასხმას...

საგულისხმოა, რომ ამ დარტყმამდე ერთი დღით ადრე ასევე განხორციელდა საჰაერო შეტევა უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე, ქალაქ ისფაჰანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე, სადაც ირანის საჰაერო თავდაცვის ნაწილია დისლოცირებული...წაიკითხეთ სრულად