ავტორი:

ქართველი "ჰალკი" ჩემპიონია - ლევან საგინაშვილმა მეტოქე გაანადგურა (ვიდეო)

ქართველი "ჰალკი" ჩემპიონია - ლევან საგინაშვილმა მეტოქე გაანადგურა (ვიდეო)

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მკლავჭიდში East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი მარტივად - 4:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

შეგახსენებთ, საგინაშვილს ტრავმის გამო იძულებითი პაუზის აღება მოუწია და ქართველ "ჰალკს" ამის გამო წელიწადზე მეტი გაუცდა.

საგინაშვილი და ლარატი ერთმანეთს აქამდეც დაუპირისპირდნენ და გამარჯვება მაშინაც ქართველმა მოიპოვა. ნახეთ ლევანის გამარჯვების ვიდეო - sportall.ge